ანეკდოტები
2)ქმარი თითქმის ყოველდღე ნასვამი ბრუნდება სახლში ცოლმა ყველა ხერხს მიმართა რომ გამოესწორებინა ეჩხუბა, თხოვა.... ბოლოს გადაწყვიტა შეეშინებინა იშოვა საშინელი ნიღაბი შემოიკრა ზეწარი და როცა ქმარი მოვიდა სახში წინ შეეფეთა. ქმარმა შეხედა და: შენ მე ვერ შემაშინებ მე შენი შვილის ქამარი ვარ!
3)ლამაზი ქალებისთვის გზა მამაკაცის გულისაკენ კუჭზე გადის ულამაზოებისთვის ღვიძლზე
4)-მაშ თქვენ ამბობთ რომ ბრალდებულმა იდიოტი გიწოდათ?
-დიახ ბატონო მოსამართლევ ოღონდ მინიშნებით
-ეგ როგორ?
-ესე თქვა მე და შენ ერთნაირი ინტელექტი გვაქვსო
5)გურულს აღვიძებენ სასტუმროში
-ადექი ჩქარა ადექიიიი!!!!!
-რეიზა? ჯერ შუაღამეა
-მალე ადექი პაჟარია!!!
-მერე მე რომელი პაჟარნიკი მნახეთ?
6)სასწრაფო მანქანა მიქრის
გაბრაზებული მძღოლი შეუტრიალდა პაციენტს
-ხმა ჩაიწყვიტე შენი.... სირენის ხმა აღარ ისმის
საქართველოში ჯართის ისეთი დეფიციტია ამირანი კავკასიონზე სკოჩითაა მიკრული
*****
კაკოია სიდედრთან ერთად ტყეში სოკოს აგროვებს.
– ეს სოკო შხამიანი ხომ არ იქნება? – კითხულობს სიდედრი.
– ჩაკბიჩე ერთი და დაგაკვირდები
*****
სვანი ბანანს დაიჭერს და იტყვის"ვა ბადრიჯან ლაითი?"
*****
მიხო მთვრალი ადის ავტობუსში და ყვირის:
- მარჯვინ სულ ბო*ები ზიან, მარცხნივ სულ დებილები.
მარჯვენა რიგიდან ქალი წამოხტება და ყვირის:
-რას ბრძანებ ბატონო, რაც ქმარი გარდამეცვალა, მას შემდეგ კაცთან არ ვყოფილვარ
მიხო:
-მერე ქალბატონო რას დამჯდარხართ ბო*ებში, გადმოჯექით დებილებში
*****
გურულს უკვირს:
-რამხელა გაზრდილა აი ნოდარიას ყაზილარი: ორშაბათს რომ წამეიკრას ფეხი, სამშაბათს წაიქცევა.
*****
ორი მელოტი ჩხუბობს:
-შენ უფრო მელოტი ხარ, ვიდრე მე.
- საიდან დაასკვენი? არც ერთს არ გვაქვს თმა.
- ზატო, შენ ჩემზე დიდი თავი გაქვს
*****
მიხო მიდის უცხოეთში საცხოვრებლად. მებაჟე ეკითხება:
– უკაცრავად, რამე ძვირფასეულობა ხომ არა გაქვთ თან?
– შეიძლება 98 კილოგრამი ოქრო თან წავიღო?–შეეკითხა მიხო.
–რა თქმა უნდა არა!–პასუხობს მებაჟე.
მიხო მიუბრუნდა და თავის ცოლს ეუბნება:
–მარო, ჩემო ოქრო, ამ კარგმა კაცმა თქვა, რომ შენ აქა რჩებიო!
****
დედა ეუბნება შვილს :
,,ნინიკო,ამხელა ხმაზე ნუ უსმენ მუსიკას, თორემ დაყრუვვდები,
შვილი პასუხობს :
,,არა დედა გმადლობ,უკვე მივირთვი სადილი.
ქორწინებამდე:
ბიჭი: რახანია, ამ დღეს ველოდი!!!!!!
გოგო: ხომ არ წავსულიყავი?
ბიჭი: არა, საიდან მოგდის ასეთი აზრები???
გოგო: გიყვარვარ?
ბიჭი: რასაკვირველია!
გოგო: როდესმე გიღალატია?
ბიჭი: ასეთი რამ თავში როგორ მოგივიდა?!
გოგო: მაკოცებ?
ბიჭი: რათქმაუნდა!
გოგო: როდესმე ხელს დამაკარებ?
ბიჭი: არავითარ შემთხვევაში!
გოგო: შემიძლია გენდო?
ქორწინების შემდეგ წაიკითხე ქვევიდან ზევით
***
ინპექტორი ეკითხება მძღოლს:
– როგორ დაჯექით ასეთი ნასვამი საჭესთან?
– ძმაკაცები მომეხმარნენ
***
მიტოს და მაროს შვილი არ უჩნდებათ. მკითხავმა ურჩია მიტო იერუსალიმში წასულიყო და დიდი სანთელი დაენთო. 4 წლის შემდეგ მიტოს მეგობარი მოაკითხავს და დაინახავს 8 ბავშვი დაკუნტრუშობს და ორსული მარო კარებს უღებს. მიტო სად არის? იერუსალიმში წავიდა იმ სანთლის ჩასაქრობად.
***
აჭარელი მიდის რკინიგზის სადგურზე და მორიგეს ეკითხება: ჭოვ თბილისის მატარებელი ჩამოვიდა? არა. არც მეექვსე ვაგონი?
***
თვითმფრინავი ჰაერში ამოყირავდება და სტიუარდესა მგზავრებს ეუბნება: დაწყნარდით ჩაიწვეთებს მფრინავი ცხვირში წამალს და სწორად წავალთ.
დედა:
_სამი ნაყინის ფულს მოგცემ. თუ ერთ საათს პიანონიზე დაუკრავ!
შვილი:
_ცოტაა. მეზობელი ხუთ ნაყინს შემპირდა, დღეს თუ საერთოდ არ დავუკრავ!
2)გამოცდაზე სტუდენტმა ბილეთი აიღო_ არ იცის, აიღო მეორე არც ეს იცის, აიღო მესამე, მეოთხე, მეხუთე... პროფესორი ჩათვლის წიგნაკს აიღებს და სამიანს უწერს.
_რისთვის?_ აღშფოთდნენ სტუდენტები
_როგორ თუ რისთვის? რომელიღაც ბილეთს ეძებს ე.ი. რაღაც იცის!
3)პატარა მიხოს მასწავლებელი ეკითხება:
_აბა, მიხო, ციფრებით 300 ლარი და 5 შემიდგინე ამოცანა.
მიხო კეფას იფხანს და მასწავლებელს ეუბნება:
_მამაჩემმა აიღო 300 ლარი ხელფასი, სახლში მოიტანა 5 ლარი. ამოცანა გვეკითხება:
_სად დახარჯა მამაჩემმა 295ლარი?
პასუხი: _ბო...ბში bigsmile
4)სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გამოცდას აბარებს. წესი ასეთია: ყუთში ადამიანის სხეულის ნაწილებია. სტუდენტი ჩაყოფს ხელს და რომელი ნაწილიც ამოჰყვება ხელს, საუბარს იმაზე იწყებს.
ჩაყო ერთმა სტუდენტმა ხელი ყუთში და ამოიღო ძეხვი. გამომცდელი ეკიტხება:
_ რა ნაწილია?
_ძეხვი.
გაკვირვებულმა ლექტორებმა ერთმანეთს გადახედეს. დიდი ხნის დუმილის შემდეგ ერთი გამომცდელი შეშფოთებული ეკითხება მეორეს:
_მოიცა, აბა ჩვენ რა ვჭამეთ შესვენებაზე??? smile
5) კახელმა ცოლი მოიყვანა. პირველი ღამის შემდეგ აივანზე გამოდის და კმაყოფილი იზმორება:
_ჩემი ბიჭის დაბადებამდე 8 თვე და 29 დღე დარჩა.
6)კუპეში მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი სხედან. კაცი გაზეთს კითხულობს და ქალს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. ქალმა იწრიალა, იწრიალა და ბოლოს, ვეღარ მოითმინა:
_რატომ არ მაქცევთ ყურადღებას? მე ხომ ახალგაზრდა და მიმზიდველი ვარ... თანაც, ჩვენ გარდა კუპეში არავინაა.
_ყოველთვის ვამბობდი, რომ უკეთესია ნახევარი საათი ითმინო, ვიდრე სამი საათი ეხვეწო _თქვა კაცმა და გაზეთი გვერძე გადადო... wink
.სვანი გოლს გაიტანს და გამეორებაზე ააცილებს
.სვანი კომპიუტერს იყიდის და ნიორს ჩამოკიდებს ვირუსი აღარ შეხვდებაო
.სვანმა ბაღში ისეთი საფრთხობელა დადგა რო ჩიტებმა შარშანდელი მოსავალიც უკან
5.სვანი ოქროს თევზს დაიჭერს და გადაადნობს
6.ოთხი სვანი ჯოკერს თამაშობს და ოთხივე გაიხიშტება
7.სვანი ზის მეტროში და გამოაცხადებენ სადგურ "ღრმაღელეს” და შარვლის ტოტებს აიწევს
8.სვანი კითხულობს წარწერას – ”ლავაში შეშაზე” მეპურეს ეხვეწება: – ძაან მშია, ახლა შეშა არ მაქვს თან და ფულზე მომეცი.
9.სვანი თავის შეყვარებულთან სეირნობს ხელჩაკიდებული.
შეყვარებული ეტყვის ალერსიანად:
-რა ოფლიანი ხელი გაქვს?
-ეგ რა არის შენ ფეხები უნდა ნახო
10.სვანი კახელს ლურსმნის თავით ჩარჭობაში ეჯიბრება. კახელი სამს ჩააჭედებს, სვანი _ ერთს, მაგრამ უკუღმა