ის ყველას შიშის ზარს სცემს.

მოსკოვის გარეუბანში მდიდრული მამული დგას. ამბობენ, რომ ის მდიდარი ციმბირელი ოქროს მეწარმის ბრძანებით ააშენეს. როდესაც სახლის პროექტი მზად იყო, მეწარმემ (დავარქვათ მას სობოლევი), დააკმაყოფილა პროექტი და დადო ხელშეკრულება არქიტექტორთან. თუმცა ხელშეკრულებაში ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი შეიტანა, თუკი სახლი დროულად არ აშენდებოდა, არქიტექტორს ჯარიმის სახით თანხის გადახდა მოუწევდა.
დაიწყო მუშაობა და სობოლევი მუდმივად უკმაყოფილო იყო მშენებლობით. ის აიძულებდა არქიტექტორს გადაეკეთებინა და გადაეკეთებინა პროექტი, უკვე აშენებულს ხელახლა აშენებინებდა. არქიტექტორი მიხვდა, რომ ოქროს მეწარმე ამას განზრახ აკეთებდა, რათა მას სახლი დროულად არ ჩაებარებინა და მისგან თანხა მიეღო. თანხის გადახდა კი არქიტექტორს არ შეეძლო და როდესაც სახლის ჩაბარების ყველა ვადა ამოიწურა (სახლი კი ჯერ კიდევ არ იყო ჩაბარებული), არქიტექტორმა ამავე მამულში თავი ჩამოიხრჩო.
როდესაც მშენებლობა, როგორც იქნა, დასრულდა სობოლევი გადავიდა ახალ სახლში თავის ქალიშვილთან ერთად. რამდენიმე ხნის შემდეგ, ქალიშვილს ოპერის იტალიელი მომღერალი შეუყვარდა და მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, გაჰყვა მას ცოლად და გაიქცა კიდეც მასთან ერთად საზღვარგარეთ.
მამა მარტო დარჩა უზარმაზარ ცარიელ სახლში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვრა კიდეც, თუმცა ვეღარ გაუძლო მარტოობას და გაემგზავრა იტალიაში, ქალიშვილთან სტუმრად. ქალიშვილი მან იაფ სასტუმროში აღმოაჩინა, ქმარსგაყრილი და ფეხმძიმე...
მას შემდეგ, რაც სობოლევმა ქალიშვილი უკან, რუსეთში ჩამოიყვანა, იგი მამულის მეორე სართულზე, პატარა ოთახში გამოკეტა. დატოვა მხოლოდ პატარა ფანჯარა, რომლიდანაც შინამოსამსახურე საჭმელსა და წყალს აწვდიდა მას.
როდესაც ქალს მშობიარობა დაეწყო, სიბრაზისგან გონწართმეულმა სობოლევმა ყველას აუკრძალა მისი დახმარება. სამი დღის განმავლობაში ოთახიდან კივილის ხმა გამოდიოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხმები მიწყდა – მეოთხე დღეს, მოსამსახურემ ოთახში მკვდარი დედა და ჩვილი იპოვნა.
ამბობენ, სობოლევი ქალიშვილის სიკვდილის შემდეგაც ლაპარაკობდა, რომ მამულის მეორე სართულიდან მუდმივად ესმის უცნაური ხმები კივილისა, რომლებიც დახმარებას სთხოვენ.