კულინარია

Blinebi / ბლინები
თხელი და ტკბილი ბლინების დამზადება მოგინდათ ? ეს არც ისე რთულია , რადგან მისი მომზადების წესს და შემცველობას იხილავთ ამ საიტზე...
შემადგენლობა
მაწონი - 500 მლ
შაქარი - 100 გრ
კარაქი - 40 გრ
ფქვილი - 160-180 გრ
ვანილი - გემოვნებით
მარილი - 1/4 ჩ.კ
წყალი - 500 მლ (მდუღარე)
კვერცხი - 3 ცალი
ცოდა - 1/2 ჩ.კ
მომზადება
ამ უადვილესი რეცეპტით გამოდის თხელი ტკბილი ბლინები.
3 კვერცხი, მარილი და შაქარი ავთქვიფოთ. დავამატოთ 250 მლ მაწონი, ჩავასხათ ნახევარი ლიტრა მდუღარე წყალი და კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ ფქვილი, ავურიოთ.(უნდა გამოვიდეს არაჟნის კონსისტენციის ცომი).
ნელ-ნელა ჩავასხათ დარჩენილი მაწონი და ავთქვიფოთ. ცომი უნდა გამოვიდეს თხელი.
2)შევწვათ ბლინები კარაქზე.
გემრიელად მიირთვით!
____________________________________________________________
ჩიზქეიქი შოკოლადით

საჭირო მასალა: ძირი – 1,5 ჭიქა დაფხვნილი ფხვიერი ნამცხვარი, 3 ს.კ. შაქარი, 80 გ კარაქი. ყველის მასა – 250 გ ნაღების ყველი, 1 ჭიქა შაქარი, 2 ს.კ. ფქვილი, 3 კვერცხი, 240 გ არაჟანი, 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი. ზედა ფენა (ტოპინგი) – 240 გ სქელი ნაღები, 60 გ კარაქი, 240 გ შოკოლადი, 2-3 ს.კ. შაქრის პუდრა.
მომზადება: დაფხვნლ ფხვიერ ნამცხვარს დავუმატოთ დამდნარი კარაქი, შაქარი და კარგად ავურიოთ. მოვათავსოთ ფორმაში, გავაბრტყელოთ და გავუკეთოთ გვერდებიც. მიქსერით ავთქვიფოთ ყველი, შაქარი და ფქვილი, შემდეგ დაბალ სიჩქარეზე შევათქვიფოთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი. ყველის მასა მოვათავსოთ ფორმაში და 160 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში შევდგათ. სანამ გამოცხვება, მოვამზადოთ ზედა ფენა – ნაღები და კარაქი ერთად შევათბოთ ორთქლის აბაზანაზე. მოდუღებამდე რომ მივა, გადმოვდგათ და შოკოლადი შევურიოთ. ბოლოს შევათქვიფოთ შაქრის პუდრა. როდესაც ნამცხვარი ოდნავ შეგრილდება, დავასხათ მინანქარი. მივირთვათ გაციებული.
__________________________________________________________________
ქლიავის მურაბა ნიგვზით
საჭირო მასალა: 2 კგ შავქლიავა, 2 კგ შაქარი, 200 გ გარჩეული ნიგოზი, 4 ს.კ. კონიაკი ან არაყი, ლიმონმჟავა - გემოვნებით.
მომზადება: ქლიავი გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ კურკები, მოვათავსოთ სამურაბე თასში, დავასხათ 2 ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ. მოხარშულ ქლიავს დავაყაროთ შაქარი, მტელ-მთელი ნიგვზის ლებნები და გავაგრძელოთ ხარშვა. როდესაც ქლიავი მოიხარშება და ვაჟინი შესქელდება, დავამატოთ კონიაკი. გასტერილებული ქილები მურაბით პირამდე გავავსოთ, სახურავის დაფარებისას ცოტაოდენი ვაჟინი ქილიდან უნდა გადმოვიდეს. ქილები რომ შეგრილდება, გავწმინდოთ ტილოთი და შევინახოთ გრილ და მშრალ ადგილას.
_____________________________________________________
გერმანული საშობაო ნამცხვარი
საჭირო მასალა:100გ კარაქი, 3 ს.კ. თაფლი, 0,5 ჭიქა არაჟანი, 1 ცალი კვერცხი, 1 ჭიქა ფქვილი, 2 ს.კ. კაკაო, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი, 1 ლიმონი, მარილი.
მინანქარი - 0,5 ჭიქა შაქრის პუდრა, 1 ცალი კვერცხის ცილა, 5 გ ვანილის შაქარი.
მომზადება: კარაქი და თაფლი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი, გამაფხვიერებელი, ლიმნის ცედრა და წვენი, მარილი და კარგად ავურიოთ. კაკაო და ფქვილი ავურიოთ, დავამატოთ მომზადებული მასა და მოვზილოთ ცომი. 20 წუთის შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ 0,5სმ სისქეზე, გამოვჭრათ სასურველი ფორმით და საშუალო ტემპერატურაზე გამოვაცხოთ. როდესაც ნამცხვარი შეგრილდება, მოვრთოთ თეთრი მინანქრით, რომელიც შემდეგნაირად უნდა მოვამზადოთ - კვერცხის ცილა და შაქრის პუდრა კარგად ავქვიფოთ ვანილთან ერთად. თეთრ მინანქარს შეგვიძლია შევურიოთსხვადასხვა ფერის საკონდიტრო საღებავი და ისე მოვრთოთ ნამცხვარი.
______________________________________________________მსხლის ჯემი
საჭირო მასალა: 1,5 კგ მსხალი, 150 მლ. წყალი, 800 გ. შაქარი, 3 გ. ლიმონმჟავა, 1 ცალი ლიმონის ცედრა.
მოზადება: 1,5 კგ. მსხალი გავთალოთ, ამოვაჭრათ გულები და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. მსხლის გულებს და ქერქს დავუმატოთ ლიმონი ცედრა და დავასხათ 150 მლ. წყალი, დავდგათ ცეცხლზე და 10 წუთი ვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ. ნახარშში მოვათავსოთ დაჭრილი მსხალი და მოვხარშოთ. როდესაც მსხალი დარბილდება, დავაყაროთ შაქარი და ვხარშოთ შესქელებამდე. ხარშვის ბოლოს დავამატოთ 1 ს.კ. წყალში გახსნილი ლიმონმჟავა. მშრალი ქილები პირამდე გავავსოთ ქაფ-ქაფა ჯემით და დავახუროთ საფარებელი. სასურველია ხრახნიანი ქილების გამოყენება.________________________________________________________________
აზიური დესერტი

საჭირო მასალა: 1 ცალი ანანასი, 3 ს.კ. კარაქი, 6 ს.კ. ყავისფერი შაქარი, 1 ლაიმის ან ლიმონის წვენი.
მომზადება: ანანასი დავჭრათ სქელ ნაჭრებად. ტაფაზე დავადნოთ კარაქი და ანანასის ნაჭრები შევწვათ ორივე მხრიდან. დავამატოთ შაქარი და ლაიმის წვენი და შაქრის კარამელიზაციის შემდეგ 2 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. სუფრასთან მივიტანოთ ცივ იოგურტსა და ქოქოსის მოხალულ ფანტელთან ერთად.
______________________________________________
ქლიავის კონფიტიური

საჭირო მასალა: 1 კგ. კურკაგაცლილი მწიფე ქლიავი, 500-600 გ. შაქარი.
მომზადება: გარეცხილ ქლიავს დავაყაროთ შაქარი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. თუ ქლიავი მშრალია, 0,5 ჭიქა წყალი დავამატოთ. როდესაც კონფიტიური დუღილს დაიწყებს, მოვხსნათ ქაფი. როდესაც ქლიავი კარგად მოიხარშება და სიმჟავეს დაკარგავს, მდუღარე სახით გადავიტანოთ ქილებში, გავავსოთ პირამდე და გავუკეთოთ საფარებელი. შეგვიძლია ქლიავი ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში (არა ბლენდერში!) და სემდეგ მოვხარშოთ აღნიშნული წესის მიხედვით.________________________________________________________
კომშის ჟელე
საჭირო მასალა: 1 კგ. კომში, 2 ლ. წყალი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 400 გ. შაქარი
მომზადება: კომში გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და კანიან-თესლებიანად მოვათავსოთ მომინანქრებულ ან უჟანგავი ფოლადის ქვაბში. დავასხათ წყალი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. გადავწუროთ ნახარში დოლბანდში, დავადუღოთ 1 ლიტრამდე, დავუმატოთ შაქარი, ლიმონის წვენი და ვადუღოთ 5-10 წუთი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. ჟელე ჩავასხათ მდუღარე სახით ქილებში პირამდე და მოვხუფოთ, ან დავახუროთ ხრახნიანი სახურავები.__________________________________________________________
ინგლისური გოგრის ღვეზელი
საჭირო მასალა: 125გ კარაქი, 250გ ფქვილი, 5 კვერცხის გული, 75 მლ კონიაკი, 400 გ. მოხარშული გოგრის რბილობი, 300გ შაქარი, დარიჩინი და ჯანჯაფილი – გემოვნებით, 1 ლიმნის ცედრა, 140 მლ 30%-იანი ნაღები.
_____________________________________________________________________
ნესვის ცუკატები

მასალა: 1კგ კანგაცლილი, თესლებიდან გასუფთავებული ნესვი (სასურველია არ იყოს ძალიან მწიფე), 5 ჭიქა შაქარი, 3 ჭიქა წყალი.
მომზადება: ნესვი დავჭრათ მომცრო ოთხკუთხა ნაჭრებად. შაქრისა და წყლისგან მოვხარშოთ ვაჟინი, ჩავაწყოთ მასში ნესვის ნაჭრები და 1 ღამე გავაჩეროთ. შემდეგ 5-5 წუთის შუალედით რამდენჯერმე წამოვადუღოთ, ვიდრე ნესვი არ გახდება გამჭვირვალე. საცერზე ან თუშფალანგზე გადმოვაწყოთ მოხარშული ცუკატები ერთ რიგად და დავდგათ ჰაერზე გასაშრობად. გაშრობის შემდეგ მჭიდროდ ჩავაწყოთ ქილებში და თავზე მოვაკრათ დოლბანდის ან ტილოს ნაჭერი. სურვილისამებრ, ვაჟინს მოხარშვის დროს შეგვიძლია დავუმატოთ მიხაკი, ილი და მუსკატი.________________________________________________________________
მანდარინის მურაბა
ვიღებთ 1 კგ. მანდარინს, გავრეცხავთ, გავამშრალებთ, დავჩხვლეტთ ჩანგლით გარშემო და ჩავყრით მდუღარეში ცოტა ხნით, მოსათუთქად და სიმწარის გასასვლელად. მერე ამოვიღებთ და საწურზე გავაჩერებთ. ამასობაში მოვადუღებთ 1 კგ. შაქარს+1 ჭ. წყალი - სიროფი, ჩავყრით შიგ ამ მანდარინებს და გავაჩერებთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთით. მერე გამოვრთავთ, ვაცდით შეგრილებას. ასე მოვიქცევით კიდევ 2-3-ჯერ, წვენი უნდა შესქელდეს. სულ ბოლოს ჩავაწურავთ 1 ლიმნის წვენს და გაციებულს ჩავასხამთ ქილებში.
____________________________________________________________