ორმაგი საათი![]() ფილმი მოგვითხრობს მოახლეზე, რომელიც მკვლელობის მოწმე გახდა. თავში მიყენებულმა ჭრილობამ მის ცნობიერებაში სხვა განზომილება წარმოშვა. ტვინის საოცარმა მუშაობამ მის გარშემო მყოფ ხალხს სრულიად სხვა შესაძლებლობები შესძინა. გაქცევა ტიბეტიდან![]() შიში და თრთოლვა![]() ”ბავშვობაში მინდოდა ღმერთი გავმხდარიყავი. შემდეგ ქრისტე. შემდეგ გავიაზრე ჩემი გადამეტებული ამბიციები და დავთანხმდი - როცა გავიზრდებოდი წამებული ვყოფილიყავი. როდესაც გავიზარდე მოვთოკე შემი განდიდების მანია და იაპონურ კომპანიაში მთარგმნელად მოვეწყე.” ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვრო, როდესაც გარშემო ყველაფერი უაზრო და დაუნდობელია. უცნაური დღეები![]() 1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში, შეიძლება. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს. |